https://sputnik-georgia.com/20260217/kavelashvilma-olimielebs-warmateba-usurva-297180939.html
ყაველაშვილი: მინდა ჩვენი ოლიმპიელების წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს
ყაველაშვილი: მინდა ჩვენი ოლიმპიელების წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს
Sputnik საქართველო
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T15:00+0400
2026-02-17T15:00+0400
2026-02-17T15:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297169773_0:62:2049:1214_1920x0_80_0_0_c4c37faf0c362a137ba0c0bbf73bc9b0.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოციგურავეებს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია). ამ ეტაპზე ქართველ მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა. ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. კერძოდ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297169773_174:0:1874:1275_1920x0_80_0_0_a4eb4795c5edbd9202920fa742ed411c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ყაველაშვილი: მინდა ჩვენი ოლიმპიელების წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოციგურავეებს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
„მინდა ჩვენი სპორტსმენების, ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო მთელს ერს და საქართველოს. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს - მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და ეს ისტორიული შედეგი დადო ჩვენი ქვეყნისთვის და მართლაც, ალბათ ენით აღუწერელი სიხარულია და კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ და მთელს საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია).
ამ ეტაპზე ქართველ მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
კერძოდ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება.