https://sputnik-georgia.com/20260217/kavelashvili-parlamentshi-sitkvit-gamodis-297175253.html
ყაველაშვილი: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს
ყაველაშვილი: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით გამოდის - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების... 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T12:52+0400
2026-02-17T12:52+0400
2026-02-17T12:59+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_0:43:1920:1123_1920x0_80_0_0_19f23c48c42131d9dfb03da3f727ee89.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას პარლამენტში ესწრებიან მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული.მისი თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. ყაველაშვილის განცხადებით, ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით გამოდის - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებს მიეცემათ. შემდეგ პრეზიდენტი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_ed539616c25e18b2b865924d2f34f6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
ყაველაშვილი: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს
12:52 17.02.2026 (განახლებულია: 12:59 17.02.2026) საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით გამოდის - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებს მიეცემათ. შემდეგ პრეზიდენტი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას პარლამენტში ესწრებიან მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული.
„დღეს უკვე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი და როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ ჩვენი შვილებისთვის. საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. ყაველაშვილის განცხადებით, ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.
„ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით გამოდის - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებს მიეცემათ. შემდეგ პრეზიდენტი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება.