დღეს ოლიმპიადაზე ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს

© photo: Sputnik / Alexander Vil'f / გადასვლა მედიაბანკშიანასტასია გუბანოვა
ანასტასია გუბანოვა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2026
გამოწერა
გუშინ, ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა - საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, დღეს ქალთა შორის მოკლე პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვა.
მოკლე პროგრამით გამოსვლები თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
ქალთა შეჯიბრში 29 სპორტსმენი მონაწილეობს, საიდანაც თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლებას 24 საუკეთესო მოიპოვებს.
გუბანოვა უძლიერესთა ჯგუფშია და ყინულის მოედანზე 26-ე ნომრად გამოვა.
გუშინ, ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ამ ეტაპზე, ქართველ მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0