https://sputnik-georgia.com/20260217/bochorishvili-slovaketi-evrokavshiris-saqartvelosadmi-midgomas-ar-iziarebs-297173946.html
ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი ევროკავშირის საქართევლოსადმი მიდგომას არ იზიარებს
ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი ევროკავშირის საქართევლოსადმი მიდგომას არ იზიარებს
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 16 თებერვალს გაემგზავრა. 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T16:00+0400
2026-02-17T16:00+0400
2026-02-17T16:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
სლოვაკეთი
ეუთო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:172:852:651_1920x0_80_0_0_65be143226cb941446b3f2705de01d88.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სლოვაკეთი არ იზიარებს ევროკავშირის მიდგომას თბილისის მიმართ და ევროინტეგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრატისლავაში ვიზიტის შეჯამებისას.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 16 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგა იურაი ბლანართან.მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სლოვაკეთში ვიზიტები და სლოვაკური მხარის საპასუხო ვიზიტი საქართველოში.თავის მხრივ, ბლანარმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ეუთოში საქართველოს შესაძლო თავმჯდომარეობის საკითხი წამოჭრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული დიალოგის დამყარებას.საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ ქუთაისში სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნას დაუჭირა მხარი. საპატიო საკონსულო ფარავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
საქართველო
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:92:852:731_1920x0_80_0_0_dfd5ec1b14457af2114ae6dd01951199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, სლოვაკეთი , ეუთო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, სლოვაკეთი , ეუთო, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი ევროკავშირის საქართევლოსადმი მიდგომას არ იზიარებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 16 თებერვალს გაემგზავრა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სლოვაკეთი არ იზიარებს ევროკავშირის მიდგომას თბილისის მიმართ და ევროინტეგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრატისლავაში ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 16 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგა იურაი ბლანართან.
„სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის პროცესის ინსტრუმენტად გამოყენებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სლოვაკეთში ვიზიტები და სლოვაკური მხარის საპასუხო ვიზიტი საქართველოში.
„ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს პირველ რიგში პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თავის მხრივ, ბლანარმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ეუთოში საქართველოს შესაძლო თავმჯდომარეობის საკითხი წამოჭრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული დიალოგის დამყარებას.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ ქუთაისში სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნას დაუჭირა მხარი. საპატიო საკონსულო ფარავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.