ასპინძაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Stringerთევზჭერა
თევზჭერა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2026
გამოწერა
გასულ წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქეები თევზს ელექტროიარაღის გამოყენებით იჭერდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 61 კგ თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს, შესაბამისად, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
2025 წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. რაც შეეხება ელექტროიარაღით თევზჭერას, გასულ წელს ამ აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი დაფიქსირდა.
დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0