https://sputnik-georgia.com/20260216/veteranebi-piradobis-mowmobas-upasod-aigeben-297161005.html
ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ
ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ვეტერანების სამსახური შეღავათების დაწესების მიზნით სხვადასხვა უწყებებთან მუშაობს. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T16:29+0400
2026-02-16T16:29+0400
2026-02-16T16:29+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_c9fa49fd152e7599c4c67f71079e945b.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურისა, ვეტერანებს შეღავათი დაუწესდათ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის საფასურის გადახდაზეც. კერძოდ, უწყების ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში გასული წლის დეკემბერში განხორციელდა. ცვლილებებით გაფართოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებებზე ვეტერანთათვის გათვალისწინებული შეღავათი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესების მიზნით სხვადასხვა უფლებამოსილ უწყებებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. საქართველოში პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის ღირებულებას, ის 150-დან 350 ლარამდე მერყეობს დამზადების დროიდან გამომდინარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_79e681fa60db3aab2064a9afd3d2cc96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ
უწყების ცნობით, ვეტერანების სამსახური შეღავათების დაწესების მიზნით სხვადასხვა უწყებებთან მუშაობს.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურისა, ვეტერანებს შეღავათი დაუწესდათ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის საფასურის გადახდაზეც.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებების შშმ ვეტერანები - სრულად გათავისუფლდენენ საფასურისგან;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები - 50%-ით.
უწყების ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში გასული წლის დეკემბერში განხორციელდა. ცვლილებებით გაფართოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებებზე ვეტერანთათვის გათვალისწინებული შეღავათი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესების მიზნით სხვადასხვა უფლებამოსილ უწყებებთან ერთად განაგრძობს მუშაობას.
საქართველოში პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის ღირებულებას, ის 150-დან 350 ლარამდე მერყეობს დამზადების დროიდან გამომდინარე.