https://sputnik-georgia.com/20260216/sulikashvili-sapatimros-9-ivniss-datovebs-297166303.html
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი გლდანის საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი გლდანის საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს
Sputnik საქართველო
დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T19:47+0400
2026-02-16T19:47+0400
2026-02-16T19:47+0400
საქართველო
საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251308345_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_d28964ff47236d07c542dc39340cda83.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გლდანის საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს, იუწყება ქართული მედია. საქმის პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი სულიკაშვილის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა.აღნიშნული შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით, დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4,5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. დიზაინერს ასევე ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები - მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251308345_100:0:1700:1200_1920x0_80_0_0_77d4ca2f00e79d44eb9d84a272f5ce16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი გლდანის საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს
დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გლდანის საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს, იუწყება ქართული მედია.
საქმის პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი სულიკაშვილის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა.
აღნიშნული შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით, დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4,5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ამასთან, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. დიზაინერს ასევე ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები - მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.
დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.