https://sputnik-georgia.com/20260216/sigaretis-kontrabandaze-1-piri-daakaves-297159396.html
160 ათას ლარამდე ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
160 ათას ლარამდე ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T11:58+0400
2026-02-16T11:58+0400
2026-02-16T11:58+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თბილისში მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა Multi Tabak-ის, Multi Class-ისა და Armenia-ს დასახელების 31,8 ათას კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 ათას ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
160 ათას ლარამდე ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თბილისში მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა Multi Tabak-ის, Multi Class-ისა და Armenia-ს დასახელების 31,8 ათას კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 ათას ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.