https://sputnik-georgia.com/20260216/saqartveloshi-kamerunis-droshis-qvesh-mcuravi-gemi-daajarimes-297160303.html
შავი ზღვის დაბინძურებისთვის კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 ათასი ლარით დააჯარიმეს
შავი ზღვის დაბინძურებისთვის კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 ათასი ლარით დააჯარიმეს
Sputnik საქართველო
გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ შეძლო. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T17:37+0400
2026-02-16T17:37+0400
2026-02-16T17:37+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_0:300:3108:2048_1920x0_80_0_0_ffef045fbcd6093ca9a586c293020489.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის სამეურნეო წყლებით დაბინძურებისთვის დააჯარიმეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს. ფოთის სასამართლომ გემი დამნაშავედ ცნო და 100 ათასი ლარით დააჯარიმა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა. გასულ წელს შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს მიერ ჩატარდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 259 გემის ინსპექტირება. გამოვლინდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 14 შემთხვევა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 49.539 ლარია. უწყების ინფორმაციით, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271857466_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_86f78663b5aad86f0d391f496e307a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შავი ზღვის დაბინძურებისთვის კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 ათასი ლარით დააჯარიმეს
გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ შეძლო.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის სამეურნეო წყლებით დაბინძურებისთვის დააჯარიმეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
ფოთის სასამართლომ გემი დამნაშავედ ცნო და 100 ათასი ლარით დააჯარიმა.
კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
გასულ წელს შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს მიერ ჩატარდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 259 გემის ინსპექტირება. გამოვლინდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 14 შემთხვევა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 49.539 ლარია.
უწყების ინფორმაციით, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები.