https://sputnik-georgia.com/20260216/rzis-sawarmoebshi-sheusabamobebi-dapiqsirda-297163339.html
ბოლნისში, ბაღდათსა და სენაკში რძის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა
ბოლნისში, ბაღდათსა და სენაკში რძის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები დაიცვან. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T18:13+0400
2026-02-16T18:13+0400
2026-02-16T18:13+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/50/239425054_0:183:2993:1866_1920x0_80_0_0_a42d294819cd3ed2c32a0ff375469a53.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, ბოლნისში ( გრიგოლ ხანძთელის ქ. N11) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე. რძის შემცველი პროდუქტები, ე.წ. ერბო, ნადუღი, კარაქი დაილუქა, ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი). ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში კი ფიზიკური პირი ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირშიშპს ,,თეთრი დათვიც“ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/50/239425054_130:0:2861:2048_1920x0_80_0_0_bc4a9bc2da7e1ddd2914ed8d7bf91394.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ბოლნისში, ბაღდათსა და სენაკში რძის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები დაიცვან.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ბოლნისში ( გრიგოლ ხანძთელის ქ. N11) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე.
რძის შემცველი პროდუქტები, ე.წ. ერბო, ნადუღი, კარაქი დაილუქა, ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი).
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში კი ფიზიკური პირი ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირშიშპს ,,თეთრი დათვიც“ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.