https://sputnik-georgia.com/20260216/rubio-vashington-prodolzhit-rabotu-po-uregulirovaniyu-konflikta-na-ukraine-297172663.html
რუბიო: ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად მუშაობას გააგრძელებს
რუბიო: ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად მუშაობას გააგრძელებს
Sputnik საქართველო
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ჟენევაში 17 და 18 თებერვალს გაიმართება. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T23:00+0400
2026-02-16T23:00+0400
2026-02-17T11:05+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
პოლიტიკა
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0f/297145618_0:0:3020:1699_1920x0_80_0_0_a028d35aa14287f8939da2f0f0634814.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. აშშ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მუშაობას იმ დრომდე გააგრძელებს, სანამ ვაშინგტონის ჩართულობა პოზიტიური რჩება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.როგორც მან აღნიშნა, როგორც წესი, როდესაც ვინმე ომის დასრულების მცდელობას ახორციელებს, მსოფლიო ამას აპლოდისმენტებით ხვდება, უკრაინაში კონფლიქტი კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კონფლიქტთაგან, რომლის დასასრულსაც „საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი“ გმობს.სამმხრივი მოლაპარაკებებიპირველი სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აბუ-დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა. ორივე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრესის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ჟენევაში 17 და 18 თებერვალს გაიმართება.რუბიომ ადრე დაადასტურა, რომ ამერიკული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ლიდერის სიძე, ჯარედ კუშნერი.ჟენევაში რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკებებზე ყველაზე რთული, მათ შორის ტერიტორიული საკითხები განიხილება.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0f/297145618_384:0:3020:1977_1920x0_80_0_0_2b5ef9083b8fdd0b96bf78f0bae7e9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები
რუბიო: ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად მუშაობას გააგრძელებს
23:00 16.02.2026 (განახლებულია: 11:05 17.02.2026) უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ჟენევაში 17 და 18 თებერვალს გაიმართება.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. აშშ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მუშაობას იმ დრომდე გააგრძელებს, სანამ ვაშინგტონის ჩართულობა პოზიტიური რჩება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
როგორც მან აღნიშნა, როგორც წესი, როდესაც ვინმე ომის დასრულების მცდელობას ახორციელებს, მსოფლიო ამას აპლოდისმენტებით ხვდება, უკრაინაში კონფლიქტი კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კონფლიქტთაგან, რომლის დასასრულსაც „საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი“ გმობს.
„მაგრამ ჩვენ (აშშ - Sputnik) ზუსტად ამას ვცდილობთ. ეს არის ის, რი გაკეთებასაც გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი ჩართულობა პოზიტიური დარჩება“, - განაცხადა რუბიომ ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აბუ-დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა. ორივე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრესის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ჟენევაში 17 და 18 თებერვალს გაიმართება.
რუბიომ ადრე დაადასტურა, რომ ამერიკული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ლიდერის სიძე, ჯარედ კუშნერი.
ჟენევაში რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკებებზე ყველაზე რთული, მათ შორის ტერიტორიული საკითხები განიხილება.