https://sputnik-georgia.com/20260216/politikuri-aqtivobistvis-mewarmeebs-pasuxismgebloba-daekisrebat-297164181.html
პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T20:12+0400
2026-02-16T20:12+0400
2026-02-16T20:12+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444090_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_aa606ac6154ac51a2ed17a86af605eb3.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას წარადგინა. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული იყო მეწარმე სუბიექტის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება პირველ შემთხვევაში 20 ათასი ლარის, ხოლო განმეორებითი ან ყოველი შემდგომი დარღვევისთვის - 40 ათასი ლარის ოდენობით. კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. აღნიშნული ქმედებისთვის მეწარმე იურიდიული პირი, შესაძლოა, დაისაჯოს სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444090_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_b7d4951885d458e32e8171ee961ee8f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას წარადგინა.
პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული იყო მეწარმე სუბიექტის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება პირველ შემთხვევაში 20 ათასი ლარის, ხოლო განმეორებითი ან ყოველი შემდგომი დარღვევისთვის - 40 ათასი ლარის ოდენობით.
„მიზეზი მარტივია პოლიტიკით უნდა დაკავდნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო სამეწარმეო სუბიექტები დაკავდნენ ბიზნესით. როდესაც მეწარმე იურიდიული პირის სახელით ხორციელდება პოლიტიკური აქტივობა, ეს კანონის დარღვევად ჩაითვლება. აქ იგულისხმება დირექტორის, დამფუძნებლის ან რომელიმე თანამშრომლის მიერ უშუალოდ კომპანიის სახელით განხორციელებული ნებისმიერი პოლიტიკური ქმედება“, - განაცხადა გორდულაძემ.
კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს.
აღნიშნული ქმედებისთვის მეწარმე იურიდიული პირი, შესაძლოა, დაისაჯოს სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.