https://sputnik-georgia.com/20260216/parlamentshi-prezidents-premiers-da-ministrs-mousmenen-297165992.html
პარლამენტი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
პარლამენტი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
Sputnik საქართველო
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T21:25+0400
2026-02-16T21:25+0400
2026-02-16T21:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. კერძოდ:როგორც პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება. ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს, მათ შორის: ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს, მათ შორის: „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტზე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებაზე.რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ის განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
პარლამენტი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.
17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას რეგლამენტი ითვალისწინებს.
18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანის ინტერპელაციები გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება.
„ოთხშაბათს კი ორი ინტერპელაცია გვექნება. ინტერპელაციის წესით შეკითხვებს ჯერ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მას შეკითხვით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმართა. ამის შემდეგ კი რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანის ინტერპელაცია იქნება, რომელსაც შეკითხვით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მიმართა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს, მათ შორის:
ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს, მათ შორის: „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტზე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებაზე.
რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ის განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.