https://sputnik-georgia.com/20260216/kobaxidze-qveyanashi-eqstremistuli-zalebi-ar-agiareben-xelisuplebis-iurisdiqcias-297163807.html
კობახიძე: ქვეყანაში მოქმედი ექსტრემისტული ძალები არ აღიარებენ ხელისუფლების იურისდიქციას
კობახიძე: ქვეყანაში მოქმედი ექსტრემისტული ძალები არ აღიარებენ ხელისუფლების იურისდიქციას
Sputnik საქართველო
ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილი დღემდე არ აღიარებს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის... 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T19:00+0400
2026-02-16T19:00+0400
2026-02-16T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ხუთი ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, მაშინ როცა ქვყნის შიგნით არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას ტერიტორიის 100%-ზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.3 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაკისრებას იმ პოლიტიკური ჯგუფების ან აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს და ბოიკოტს უცხადებენ გადაწყვეტილებებს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი გრძელდება, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.კობახიძის თქმით, ოპოზიცია აცხადებდა, რომ 2016, 2020 და 2024 წლების არჩევნები გაყალბებული იყო, თუმცა, საამისო მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა კი დაადასტურეს, რომ არჩევნები ლეგიტიმური და კონკურენტუნარიანი იყო.ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილი დღემდე არ აღიარებს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ, როგორიცაა „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში
კობახიძე: ქვეყანაში მოქმედი ექსტრემისტული ძალები არ აღიარებენ ხელისუფლების იურისდიქციას
ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილი დღემდე არ აღიარებს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ხუთი ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, მაშინ როცა ქვყნის შიგნით არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას ტერიტორიის 100%-ზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
3 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაკისრებას იმ პოლიტიკური ჯგუფების ან აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს და ბოიკოტს უცხადებენ გადაწყვეტილებებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი გრძელდება, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია აცხადებდა, რომ 2016, 2020 და 2024 წლების არჩევნები გაყალბებული იყო, თუმცა, საამისო მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა კი დაადასტურეს, რომ არჩევნები ლეგიტიმური და კონკურენტუნარიანი იყო.
„ეუთო/ოდირ-მა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირ-მა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე და ეს მათი მხრიდან ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი. არ იყო არავითარი დარღვევა, არჩევნები ჩატარდა კანონიერად", - აღნიშნა პრემიერმა.
ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილი დღემდე არ აღიარებს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.
რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ, როგორიცაა „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.