https://sputnik-georgia.com/20260216/bochorishvili-saqartvelo-mzadaa-ashsh-urtiertobebis-ganaxlebistvis-297159201.html
ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა აშშ-სთან ურთიერთობების განახლებისთვის
ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა აშშ-სთან ურთიერთობების განახლებისთვის
Sputnik საქართველო
აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება... 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T11:29+0400
2026-02-16T11:29+0400
2026-02-16T11:29+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების განახლებისთვის, რაც ორივე მხრიდან გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან მოითხოვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას. როგორც ადრე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება. მინისტრის თქმით, საქართველომ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აშშ--სთან ურთიერთობების განახლებისთვის. როგორც მან აღნიშნა, ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს აშშ-ის მხრიდან თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ მზადყოფნაზე.ამასთან, ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით. მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა მიზანმიმართულმა კამპანიებმა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე გარკვეული გავლენა იქონია, რაც პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების დინამიკაზეც აისახა.„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, თითქოს ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაციებას ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.საქართველო და აშშ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა. შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს". ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა აშშ-სთან ურთიერთობების განახლებისთვის
აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების განახლებისთვის, რაც ორივე მხრიდან გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან მოითხოვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას.
როგორც ადრე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.
„ურთიერთობის განახლება მოითხოვს დიალოგს, გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან, რათა უფრო ცხადად იყოს დანახული თუ რა ინტერესებით მოქმედებს აშშ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში".
მინისტრის თქმით, საქართველომ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აშშ--სთან ურთიერთობების განახლებისთვის. როგორც მან აღნიშნა, ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს აშშ-ის მხრიდან თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ მზადყოფნაზე.
ამასთან, ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით.
„მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკვე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ გადაიხედოს ის მდგომარეობა და ის მემკვიდრეობა, რაც დღეს არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა მიზანმიმართულმა კამპანიებმა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე გარკვეული გავლენა იქონია, რაც პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების დინამიკაზეც აისახა.
„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, თითქოს ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაციებას ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.