https://sputnik-georgia.com/20260216/blanari-saqartvelo-sheizleba-eutos-tavmjdomare-qvekana-gaxdes-297166756.html
სლოვაკეთის პირველი დიპლომატი: საქართველო შეიძლება ეუთოს თავმჯდომარე-ქვეყანა გახდეს
სლოვაკეთის პირველი დიპლომატი: საქართველო შეიძლება ეუთოს თავმჯდომარე-ქვეყანა გახდეს
Sputnik საქართველო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დააანონსა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს საქართველოში ვიზიტი. 16.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-16T22:27+0400
2026-02-16T22:27+0400
2026-02-16T22:27+0400
საქართველო
სლოვაკეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/04/240900459_0:0:2545:1432_1920x0_80_0_0_8e2558b545ae817b0e79a67b917deede.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სლოვაკეთმა გახსნა საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში, განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 16 თებერვალს გაემგზავრა.მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის დამყარებას.„ევროპული დიპლომატიის მიზანია ამ დიალოგის შენარჩუნება და პოზიციების დაზუსტება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიალოგის შენარჩუნებას“, - განაცხადა ბლანარმა.სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დააანონსა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს საქართველოში ვიზიტი.საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ ქუთაისში სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნას დაუჭირა მხარი. საპატიო საკონსულო ფარავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
საქართველო
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/04/240900459_0:0:2261:1696_1920x0_80_0_0_0dbd15bfd79eb417ef5ee8265eee2b49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სლოვაკეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო, სლოვაკეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სლოვაკეთის პირველი დიპლომატი: საქართველო შეიძლება ეუთოს თავმჯდომარე-ქვეყანა გახდეს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დააანონსა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს საქართველოში ვიზიტი.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სლოვაკეთმა გახსნა საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში, განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 16 თებერვალს გაემგზავრა.
„ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში. საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში, ამიტომაც მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას. სიაში ასევე არის შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც. საქართველოს კანდიდატურა კომპრომისული ვარიანტია, რომელიც სასარგებლო, კომპრომისული ვარიანტი იქნება“, – განაცხადა ბლანარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის დამყარებას.
„ევროპული დიპლომატიის მიზანია ამ დიალოგის შენარჩუნება და პოზიციების დაზუსტება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიალოგის შენარჩუნებას“, - განაცხადა ბლანარმა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დააანონსა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს საქართველოში ვიზიტი.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ ქუთაისში სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნას დაუჭირა მხარი. საპატიო საკონსულო ფარავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.