https://sputnik-georgia.com/20260215/wine-paris-30-gvinis-kompaniaa-warmodgenili-297147997.html
Wine Paris-ზე 30-მდე ქართული ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი
Wine Paris-ზე 30-მდე ქართული ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი
Sputnik საქართველო
ქართული ღვინო საფრანგეთის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინეს. 15.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-15T20:14+0400
2026-02-15T20:14+0400
2026-02-15T20:14+0400
საქართველო
საფრანგეთი
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091512_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e66b967205ba472e529aa7af956a3f84.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Wine Paris-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.ქართული ღვინო საფრანგეთის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინეს.Wine Paris-ის სამდღიან გამოფენაზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის მწარმოებლის ალკოჰოლიანი სასმელებია წარმოდგენილი - გამოფენას სტუმრობს 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და კანადიდან.ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში.მიმდინარე წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.როგორც ადრე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება. კერძოდ, 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემებს (16 მლნ ლარს) 1,4 მლნ ლარით აღემატება.ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. საქართველომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - 565 მილიონი დოლარი, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091512_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2095bb836c7ad2caa6fec19f572789ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საფრანგეთი , ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
Wine Paris-ზე 30-მდე ქართული ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი
ქართული ღვინო საფრანგეთის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინეს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Wine Paris-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინო საფრანგეთის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინეს.
Wine Paris-ის სამდღიან გამოფენაზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის მწარმოებლის ალკოჰოლიანი სასმელებია წარმოდგენილი - გამოფენას სტუმრობს 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და კანადიდან.
„Wine Paris მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ღვინის ინდუსტრიაში, სადაც, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე არის საუკეთესო შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად და არსებული სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში.
მიმდინარე წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
როგორც ადრე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება. კერძოდ, 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემებს (16 მლნ ლარს) 1,4 მლნ ლარით აღემატება.
ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. საქართველომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - 565 მილიონი დოლარი, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.