https://sputnik-georgia.com/20260215/rubio-ruset-ukrainis-molaparakebebshi-progresi-sheinishneba-297146031.html
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რთულად მიდის, მაგრამ პროგრესი არის
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რთულად მიდის, მაგრამ პროგრესი არის
Sputnik საქართველო
აშშ გააგრძელებს მუშაობას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების ისეთი პირობების მისაღწევად, რომლებიც მისაღები იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე კიევისთვის. 15.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-15T14:00+0400
2026-02-15T14:00+0400
2026-02-15T14:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0f/297145618_0:0:3020:1699_1920x0_80_0_0_a028d35aa14287f8939da2f0f0634814.jpg
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. რუსეთისა და უკრაინისთვის მისაღები შეთანხმების პარამეტრების პოვნა ჯერჯერობით რთულია, თუმცა მხარეებმა უკვე მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება РИА Новости.„მე ვიტყოდი, რომ ამის (რუსეთისა და უკრაინისთვის მისაღები შეთანხმების პირობები - რედ.) მიღწევა რთულია“, - განუცხადა რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს.მიუხედავად ამისა, გამართული მოლაპარაკებების რაუნდების წყალობით, კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, დასძინა რუბიომ.ამასთან, როგორც დიპლომატმა აღიარა, დარჩენილი სადავო საკითხები ყველაზე რთულ პრობლემებს წარმოადგენს და მათზე მუშაობა გრძელდება.„ცუდი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ (სადავო საკითხების სია - რედ.) შევიწროვდა ყველაზე რთულ კითხვებამდე, რომლებზეც პასუხის გაცემაა საჭირო და მათზე მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა“, - განაცხადა მან.რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე მომდევნო შეხვედრაზე მონაწილეთა შემადგენლობა, შესაძლოა, ადრინდელისგან განსხვავდებული იყოს.რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.პირველი სამმხრივი კონსულტაციები, რომელშიც რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აბუ-დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა. ორივე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრესის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0f/297145618_384:0:3020:1977_1920x0_80_0_0_2b5ef9083b8fdd0b96bf78f0bae7e9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, აშშ
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რთულად მიდის, მაგრამ პროგრესი არის
აშშ გააგრძელებს მუშაობას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების ისეთი პირობების მისაღწევად, რომლებიც მისაღები იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე კიევისთვის.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. რუსეთისა და უკრაინისთვის მისაღები შეთანხმების პარამეტრების პოვნა ჯერჯერობით რთულია, თუმცა მხარეებმა უკვე მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება
РИА Новости.
„მე ვიტყოდი, რომ ამის (რუსეთისა და უკრაინისთვის მისაღები შეთანხმების პირობები - რედ.) მიღწევა რთულია“, - განუცხადა რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს.
მიუხედავად ამისა, გამართული მოლაპარაკებების რაუნდების წყალობით, კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, დასძინა რუბიომ.
აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება სამართლიანი და მდგრადი უნდა იყოს. როგორც ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს მუშაობას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების ისეთი პირობების მისაღწევად, რომლებიც მისაღები იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე კიევისთვის.
ამასთან, როგორც დიპლომატმა აღიარა, დარჩენილი სადავო საკითხები ყველაზე რთულ პრობლემებს წარმოადგენს და მათზე მუშაობა გრძელდება.
„ცუდი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ (სადავო საკითხების სია - რედ.) შევიწროვდა ყველაზე რთულ კითხვებამდე, რომლებზეც პასუხის გაცემაა საჭირო და მათზე მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა“, - განაცხადა მან.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე მომდევნო შეხვედრაზე მონაწილეთა შემადგენლობა, შესაძლოა, ადრინდელისგან განსხვავდებული იყოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.
პირველი სამმხრივი კონსულტაციები, რომელშიც რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აბუ-დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა. ორივე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრესის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.