https://sputnik-georgia.com/20260215/ragbis-nakrebma-niderlandebi-daamarcxa-297156284.html
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
Sputnik საქართველო
„ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი 8 თებერვალს სტუმრად შვეიცარიასთან გამართეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 54:3 დაამარცხეს - ნაკრები ჯგუფურ ეტაპს თბილისში, „ავჭალის“... 15.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-15T18:08+0400
2026-02-15T18:08+0400
2026-02-15T18:07+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა სტუმრად ნიდერლანდებთან გამართა და მეტოქე ბონუს-ქულით 61:12 დაამარცხა.საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში მოახერხა ოთხი ლელოს დადება და ბონუს-ქულის აღება – თითოჯერ თავი აფრასიძემ და ივანიშვილმა გამოიჩინეს, მატკავამ კი დუბლი შეასრულა (მან ყველა გარდასახვა ზუსტად დაარტყა) და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა 28:5 მოიგეს.მეორე ტაიმში ნიდერლანდებმა მეორე ლელო დადეს და სხვაობა შეამცირეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ჯერ აფრასიძემ მეორე ლელო მიითვალა და დუბლი შეასრულა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა მამუკა მსტოიანმა „ბორჯღალოსნებში“ პირველ მატჩში სადებიუტო ლელო დადო.მატჩის მიწურულს ნაკრებში ლელოების ანგარიში ბაჩუკი ჭუმბაძემაც გახსნა, ოთარ მეტრეველმა კი ზედიზედ მეორე სანაკრებო მატჩში შეძლო ლელოს დადება, საბოლოო წერტილი კი გიორგი შველიძემ დასვა და საქართველოს ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.„ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი 8 თებერვალს სტუმრად შვეიცარიასთან გამართეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 54:3 დაამარცხეს - ნაკრები ჯგუფურ ეტაპს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან მატჩით 21 თებერვალს დაასრულებს.ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
„ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი 8 თებერვალს სტუმრად შვეიცარიასთან გამართეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 54:3 დაამარცხეს - ნაკრები ჯგუფურ ეტაპს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან მატჩით 21 თებერვალს დაასრულებს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა სტუმრად ნიდერლანდებთან გამართა და მეტოქე ბონუს-ქულით 61:12 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში მოახერხა ოთხი ლელოს დადება და ბონუს-ქულის აღება – თითოჯერ თავი აფრასიძემ და ივანიშვილმა გამოიჩინეს, მატკავამ კი დუბლი შეასრულა (მან ყველა გარდასახვა ზუსტად დაარტყა) და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა 28:5 მოიგეს.
მეორე ტაიმში ნიდერლანდებმა მეორე ლელო დადეს და სხვაობა შეამცირეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ჯერ აფრასიძემ მეორე ლელო მიითვალა და დუბლი შეასრულა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა მამუკა მსტოიანმა „ბორჯღალოსნებში“ პირველ მატჩში სადებიუტო ლელო დადო.
მატჩის მიწურულს ნაკრებში ლელოების ანგარიში ბაჩუკი ჭუმბაძემაც გახსნა, ოთარ მეტრეველმა კი ზედიზედ მეორე სანაკრებო მატჩში შეძლო ლელოს დადება, საბოლოო წერტილი კი გიორგი შველიძემ დასვა და საქართველოს ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
„ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი 8 თებერვალს სტუმრად შვეიცარიასთან გამართეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 54:3 დაამარცხეს - ნაკრები ჯგუფურ ეტაპს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან მატჩით 21 თებერვალს დაასრულებს.
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში ჩატარდება.