https://sputnik-georgia.com/20260215/olimpiadaze-nino-wiklauri-iasparezebs-297145158.html
დღეს ოლიმპიადაზე ნინო წიკლაური და ანასტასტია მეტელკინა/ლუკა ბერულავა იასპარეზებენ
დღეს ოლიმპიადაზე ნინო წიკლაური და ანასტასტია მეტელკინა/ლუკა ბერულავა იასპარეზებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ნინო წიკლაური და ანასტასტია მეტელკინა/ლუკა ბერულავას წყვილი... 15.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-15T10:54+0400
2026-02-15T10:54+0400
2026-02-15T10:54+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264234570_0:0:3105:1748_1920x0_80_0_0_bf1ee80d3c07a2706937b18e4a09d50c.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ნინო წიკლაური და ანასტასტია მეტელკინა/ლუკა ბერულავას წყვილი გამოვლენ.გიგანტურ სლალომში სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურის ასპარეზობა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.მოგვიანებით კი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით წარდგება ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი - მოკლე პროგრამა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.ქალთა გიგანტურ სლალომში 76 მოთხილამურე მონაწილეობს, პირველ დაშვებას ნინო წიკლაური 69-ე ნომრად შეასრულებს.წიკლაური ოლიმპიურ თამაშებზე მეექვსედ მონაწილეობს. ოლიმპიადებზე საუკეთესო შედეგი მას 2022 წელს ჰქონდა – 34-ე ადგილი, ხოლო კარიერის საუკეთესო შედეგი 2025 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, სლალომში 28-ე ადგილია.ფიგურული ციგურაობის ტურნირში მოკლე პროგრამას 19 სპორტული წყვილი შეასრულებს, მეტელკინა/ბერულავას წყვილი ყინულზე მე-16 ნომრად გამოვლენ – მედლებისთვის ბრძოლას 16 წყვილი გააგრძელებს, რომლებიც 16 თებერვალს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264234570_374:0:3105:2048_1920x0_80_0_0_a033c7c29f8d7a9bbe8537846933d932.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
დღეს ოლიმპიადაზე ნინო წიკლაური და ანასტასტია მეტელკინა/ლუკა ბერულავა იასპარეზებენ
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ნინო წიკლაური და ანასტასტია მეტელკინა/ლუკა ბერულავას წყვილი გამოვლენ.
გიგანტურ სლალომში სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურის ასპარეზობა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
მოგვიანებით კი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით წარდგება ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი - მოკლე პროგრამა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ქალთა გიგანტურ სლალომში 76 მოთხილამურე მონაწილეობს, პირველ დაშვებას ნინო წიკლაური 69-ე ნომრად შეასრულებს.
წიკლაური ოლიმპიურ თამაშებზე მეექვსედ მონაწილეობს. ოლიმპიადებზე საუკეთესო შედეგი მას 2022 წელს ჰქონდა – 34-ე ადგილი, ხოლო კარიერის საუკეთესო შედეგი 2025 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, სლალომში 28-ე ადგილია.
ფიგურული ციგურაობის ტურნირში მოკლე პროგრამას 19 სპორტული წყვილი შეასრულებს, მეტელკინა/ბერულავას წყვილი ყინულზე მე-16 ნომრად გამოვლენ – მედლებისთვის ბრძოლას 16 წყვილი გააგრძელებს, რომლებიც 16 თებერვალს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ.