https://sputnik-georgia.com/20260215/nino-wiklaurma-slalomshi-asparezoba-49-adgilze-daasrula-297156506.html
ზამთრის ოლიმპიადა: ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა
ზამთრის ოლიმპიადა: ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა
Sputnik საქართველო
წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს. 15.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-15T19:15+0400
2026-02-15T19:15+0400
2026-02-15T19:15+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264280495_0:56:960:596_1920x0_80_0_0_f77644e7dc4c272c72c7eaef9b903efd.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ქალთა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და 49-ე ადგილი დაიკავა.ქართველი მოთხილამურემ პირველი დაშვებისას მანძილი 1:12:39 წუთში დაფარა, რაც 55-ე შედეგი იყო, მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:19:40 წუთი დააფიქსირა - ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.ქალთა გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ოქრო იტალიამ მოიპოვა, ვერცხლი - შვედეთმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ნორვეგიამ მიიღო.ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს.14 თებერვალს მამაკაცთა გიგანტურ სლალომში იაპარეზა ლუკა ბუჩუკურმა, რომელმაც პირველი დაშვებისას მანძილი 1:28:21 წუთში დაფარა, რაც 61-ე შედეგი იყო; მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:20.57 წუთი დააფიქსირა და 51-ე ადგილზე გავიდა - ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 56-ე ადგილზე დაასრულა.გარდა ამისა, დღეს ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით წარდგება ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი - მოკლე პროგრამა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.ნინო წიკლაური 18 თებერვალს სლალომში იასპარეზებს. მანამდე კი ამავე დისციპლინაში 16 თებერვალს მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური საკუთარ შესაძლებლობას გამოცდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264280495_46:0:915:652_1920x0_80_0_0_b05b9d6808730ffee326e081d03715ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ზამთრის ოლიმპიადა: ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა
წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ქალთა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და 49-ე ადგილი დაიკავა.
ქართველი მოთხილამურემ პირველი დაშვებისას მანძილი 1:12:39 წუთში დაფარა, რაც 55-ე შედეგი იყო, მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:19:40 წუთი დააფიქსირა - ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.
ქალთა გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ოქრო იტალიამ მოიპოვა, ვერცხლი - შვედეთმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ნორვეგიამ მიიღო.
ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს.
14 თებერვალს მამაკაცთა გიგანტურ სლალომში იაპარეზა ლუკა ბუჩუკურმა, რომელმაც პირველი დაშვებისას მანძილი 1:28:21 წუთში დაფარა, რაც 61-ე შედეგი იყო; მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:20.57 წუთი დააფიქსირა და 51-ე ადგილზე გავიდა - ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 56-ე ადგილზე დაასრულა.
გარდა ამისა, დღეს ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით წარდგება ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი - მოკლე პროგრამა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ნინო წიკლაური 18 თებერვალს სლალომში იასპარეზებს. მანამდე კი ამავე დისციპლინაში 16 თებერვალს მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური საკუთარ შესაძლებლობას გამოცდის.