მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება იგეგმება: უწყება მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of Miho Neimanსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე მტკვარში დაგეგმილია 31 იანვარს თბილისში გაუჩინარებული პირის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას 16-17 თებერვალს სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
აღნიშნული მოწოდება უკავშირდება 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებებს.
„გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 16 და 17 თებერვალს დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ღონისძიებაში ჩართული იქნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები.
ყველა ახალი ამბავი
0