https://sputnik-georgia.com/20260215/ioseliani-koreastan-prenebis-dawkeba-tanamshromlobis-gagrmavebis-shedegia-297146732.html
იოსელიანი: კორეასთან ფრენების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შედეგია
იოსელიანი: კორეასთან ფრენების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შედეგია
Sputnik საქართველო
კორეული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია T’way Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში... 15.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-15T12:50+0400
2026-02-15T12:50+0400
2026-02-15T12:54+0400
საქართველო
სამხრეთი კორეა
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297138592_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_0afb7e794164f868d7739ced5a33607b.jpg
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. კორეის რესპუბლიკასთან ფრენების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია T"way Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენებს განახორციელებს - 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ავიარეისებს Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდები შეასრულებენ.იოსელიანის თქმით, ბოლო წლებში საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მგზავრთა რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა, ხოლო 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სტაბილურად იზრდება.საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაშიც შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს - 2233 მგზავრი.სეულსა და თბილისს შორის პირველი ჩარტერული რეისები 2018–2019 წლებში დაინიშნა. 2019 წლის იანვარ–ოქტომბერში კორეიდან საქართველოში 15 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297138592_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_2e3ebadcfabdaa03ec8a40bfc2cc6411.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სამხრეთი კორეა , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სამხრეთი კორეა , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
იოსელიანი: კორეასთან ფრენების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შედეგია
12:50 15.02.2026 (განახლებულია: 12:54 15.02.2026) კორეული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია T’way Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს.
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. კორეის რესპუბლიკასთან ფრენების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია T"way Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენებს განახორციელებს - 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ავიარეისებს Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდები შეასრულებენ.
იოსელიანის თქმით, ბოლო წლებში საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერას ელოდება და საინვესტიციო შეთანხმება დასრულების ეტაპზეა. პირდაპირი საჰაერო კავშირი ქმნის მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,“ - აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მგზავრთა რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა, ხოლო 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სტაბილურად იზრდება.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაშიც შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს - 2233 მგზავრი.
სეულსა და თბილისს შორის პირველი ჩარტერული რეისები 2018–2019 წლებში დაინიშნა. 2019 წლის იანვარ–ოქტომბერში კორეიდან საქართველოში 15 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.