https://sputnik-georgia.com/20260215/bakuriani-jazpestivals-maspinzlobs-297153455.html
ბაკურიანი ჯაზფესტივალს მასპინძლობს
ბაკურიანი ჯაზფესტივალს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. 15.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-15T18:00+0400
2026-02-15T18:00+0400
2026-02-15T18:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275020021_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_8aacb5be3004ee24234cd81f032e5a19.jpg
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბაკურიანი ჯაზფესტივალ Winter Jazz Bakuriani 2026-ს პირველად მასპინძლობს.ორდღიანი ფესტივალი, რომელიც გუშინ გაიხსნა, სასტუმრო კოხტა-ბაკურიანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.ღონისძიების ფარგლებში ზამთრის სცენა არაერთ ცნობილ საერთაშორისო არტისტს დაეთმობა. ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.14 თებერვალს ფესტივალი Sweet Life Society Soundsystem-ის კონცერტით გაიხსნა, რომელიც ევროპის მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთ გამორჩეულ live-პროექტად მიიჩნევა. სტუმრების წინაშე ასევე წარსდგა ნიდერლანდური ბენდი Kraak and Smaak და ლეგენდარული ინგლისელი ვოკალისტი დენის როლინსი ბენდთან ერთად. ფესტივალი, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება, ბაკურიანის სტუმრებს ჯაზის, ფანკის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ინტერპრეტაციებს სთავაზობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275020021_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ebf0755bed0e1589aa8dc88a31607f36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბაკურიანი ჯაზფესტივალს მასპინძლობს
ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბაკურიანი ჯაზფესტივალ Winter Jazz Bakuriani 2026-ს პირველად მასპინძლობს.
ორდღიანი ფესტივალი, რომელიც გუშინ გაიხსნა, სასტუმრო კოხტა-ბაკურიანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში ზამთრის სცენა არაერთ ცნობილ საერთაშორისო არტისტს დაეთმობა. ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
14 თებერვალს ფესტივალი Sweet Life Society Soundsystem-ის კონცერტით გაიხსნა, რომელიც ევროპის მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთ გამორჩეულ live-პროექტად მიიჩნევა. სტუმრების წინაშე ასევე წარსდგა ნიდერლანდური ბენდი Kraak and Smaak და ლეგენდარული ინგლისელი ვოკალისტი დენის როლინსი ბენდთან ერთად.
ფესტივალი, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება, ბაკურიანის სტუმრებს ჯაზის, ფანკის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ინტერპრეტაციებს სთავაზობს.