თბილისში ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2026
გამოწერა
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას 22:00 საათამდე აღუდგება.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. გაზსადენზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, თბილისში დიდი დიღმის, გლდანი-სანზონისა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს, ჯამში 19,3 ათას აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
კერძოდ, დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩის კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა დ-500 მმ-იან საშ/წნევის გაზსადენზე ავარია მოხდა, რომლის შედეგად 02:50 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა როგორც დიდი დიღმის, გლდანი-სანზონისა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
უწყების ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 14 თებერვლის 14:00 საათიდან დაიწყება და დასრულდება 22:00 საათამდე.
"თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0