https://sputnik-georgia.com/20260214/saqartvelos-gzavnilebi-miunxenis-usafrtxoebis-konferenciaze-raze-isaubra-boworisvilma-297139312.html
საქართველოს გზავნილები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე - რაზე ისაუბრა ბოჭორიშვილმა
საქართველოს გზავნილები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე - რაზე ისაუბრა ბოჭორიშვილმა
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, მიუნხენის კონფერენციის ფორმატს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა თავის კოლეგებთან საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს დისკუსიები. 14.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-14T17:37+0400
2026-02-14T17:37+0400
2026-02-14T17:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133059_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_54d721ca75d2e0cc180fb739f4af182d.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციის (MSC) ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.კონფერენციის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მან მონაწილეობა უკვე მიიღეო პანელურ დისკუსიაში.მინისტრის თქმით, მიუნხენის კონფერენციის ფორმატს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა თავის კოლეგებთან საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს დისკუსიები.„შესაძლებლობა მქონდა, გავსაუბრებოდი არაერთ კოლეგას, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. იცით, რომ შვეიცარია არის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მინისტრმა შეაფასა შუა დერეფნის საკითხებზე გამართული პანელური დისკუსიაც, რომელშიც ის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად მონაწილეობდა.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მინისტრმა.საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 2026 წელს მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 13-დან 15 თებერვლის პერიოდში გაიმართება.კონფერენციის დღეებში მიუნხენში გაიმართება 21 დემონსტრაცია, მათ შორის ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისა.ღონისძიების დროს მიუნხენის საჰაერო სივრცე დაიხურება თვითმფრინავებისთვის, მათ შორის დრონებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133059_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_f2936667ba67f10e5b726f25efaa122e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს გზავნილები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე - რაზე ისაუბრა ბოჭორიშვილმა
მინისტრის თქმით, მიუნხენის კონფერენციის ფორმატს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა თავის კოლეგებთან საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს დისკუსიები.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციის (MSC) ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
კონფერენციის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მან მონაწილეობა უკვე მიიღეო პანელურ დისკუსიაში.
მინისტრის თქმით, მიუნხენის კონფერენციის ფორმატს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა თავის კოლეგებთან საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს დისკუსიები.
„შესაძლებლობა მქონდა, გავსაუბრებოდი არაერთ კოლეგას, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. იცით, რომ შვეიცარია არის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა შეაფასა შუა დერეფნის საკითხებზე გამართული პანელური დისკუსიაც, რომელშიც ის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად მონაწილეობდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 2026 წელს მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 13-დან 15 თებერვლის პერიოდში გაიმართება.
კონფერენციის დღეებში მიუნხენში გაიმართება 21 დემონსტრაცია, მათ შორის ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისა.
ღონისძიების დროს მიუნხენის საჰაერო სივრცე დაიხურება თვითმფრინავებისთვის, მათ შორის დრონებისთვის.