https://sputnik-georgia.com/20260214/saqartvelo-ass-is-gardamavali-urtiertobebi-gamowvevaa-volski-297132792.html
საქართველო-აშშ-ის გარდამავალი ურთიერთობები გამოწვევაა - ვოლსკი
საქართველო-აშშ-ის გარდამავალი ურთიერთობები გამოწვევაა - ვოლსკი
Sputnik საქართველო
აშშ გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე... 14.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-14T09:42+0400
2026-02-14T09:42+0400
2026-02-14T09:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გარდამავალი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან გარკვეულწილად გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართულ მედიაში გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა აშშ-ის პრესსპიკერის პასუხი კითხვაზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. პასუხის თანახმად, აშშ გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, ასევე განიხილავს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.თუმცა, მან აღნიშნა, რომ პასუხის თარიღი უცნობია, რადგან აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ მოკლე დროში სხვადასხვა ეტაპი გაიარა.პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა გამოცემის მიუკერძოებლობა.„ეს განცხადება, გარკვეულწილად, შეშველებას ჰგავს იმ რწმენისა, რომ“ნუ გეშინიათ, ჩვენ მაინც აშშ-სთან გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოს კვლავ დასჯიან, როგორც უპირებდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ნუ გეშინიათ, ჩვენ აქ ვართ“. მე როგორც ვხედავ, ეს არის „ნეტგაზეთის“ ინტერესი“, - განაცხადა ვოლსკიმ.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
საქართველო-აშშ-ის გარდამავალი ურთიერთობები გამოწვევაა - ვოლსკი
აშშ გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, განაცხადა სახდეპის წარმომადგენელმა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გარდამავალი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან გარკვეულწილად გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართულ მედიაში გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა აშშ-ის პრესსპიკერის პასუხი კითხვაზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. პასუხის თანახმად, აშშ გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, ასევე განიხილავს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.
„ეს გარდამავალი ურთიერთობები, გარკვეულწილად, გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ დღეს რაც გვაქვს, გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტები ვიყოთ - ჩვენი ურთიერთობები კვლავ დაუბრუნდება სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ პასუხის თარიღი უცნობია, რადგან აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ მოკლე დროში სხვადასხვა ეტაპი გაიარა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა გამოცემის მიუკერძოებლობა.
„ეს განცხადება, გარკვეულწილად, შეშველებას ჰგავს იმ რწმენისა, რომ“ნუ გეშინიათ, ჩვენ მაინც აშშ-სთან გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოს კვლავ დასჯიან, როგორც უპირებდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ნუ გეშინიათ, ჩვენ აქ ვართ“. მე როგორც ვხედავ, ეს არის „ნეტგაზეთის“ ინტერესი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.