https://sputnik-georgia.com/20260214/maka-boworisvilma-miunxenis-usafrtxoebis-konferenaciaze-panelur-diskusiasi-miiro-monawileoba-297135893.html
მაკა ბოჭორიშილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 14.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-14T12:39+0400
2026-02-14T12:39+0400
2026-02-14T12:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:172:852:651_1920x0_80_0_0_65be143226cb941446b3f2705de01d88.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციის (MSC) ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ხაზი გაუსვა დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და ხედვას, რომელიც "შუა დერეფანს" არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტად, არამედ უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან ეკონომიკურ ხიდად მოიაზრებს. პანელურ დისკუსიაში – "ევრაზიის სტრატეგიული წესრიგის განსაზღვრა: შუა დერეფანი, როგორც ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგი სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისათვის" მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო. კონფერენციის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთანაც. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 2026 წელს მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 13-დან 15 თებერვლის პერიოდში გაიმართება. კონფერენციის დღეებში მიუნხენში გაიმართება 21 დემონსტრაცია, მათ შორის ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისა. ღონისძიების დროს მიუნხენის საჰაერო სივრცე დაიხურება თვითმფრინავებისთვის, მათ შორის დრონებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:92:852:731_1920x0_80_0_0_dfd5ec1b14457af2114ae6dd01951199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მაკა ბოჭორიშილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციის (MSC) ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ხაზი გაუსვა დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და ხედვას, რომელიც "შუა დერეფანს" არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტად, არამედ უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან ეკონომიკურ ხიდად მოიაზრებს.
"ამასთან, აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უალტერნატივო კვანძად აქცევს", - ნათქვამია განცხადებაში.
პანელურ დისკუსიაში – "ევრაზიის სტრატეგიული წესრიგის განსაზღვრა: შუა დერეფანი, როგორც ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგი სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისათვის" მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო.
კონფერენციის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთანაც.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 2026 წელს მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 13-დან 15 თებერვლის პერიოდში გაიმართება.
კონფერენციის დღეებში მიუნხენში გაიმართება 21 დემონსტრაცია, მათ შორის ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისა.
ღონისძიების დროს მიუნხენის საჰაერო სივრცე დაიხურება თვითმფრინავებისთვის, მათ შორის დრონებისთვის.