https://sputnik-georgia.com/20260214/eqsportis-zrdas-mtavrobis-gadawyvetilebebi-uwyobs-xels-ministris-moadgile-297140713.html
ექსპორტის ზრდას მთავრობის გადაწყვეტილებები უწყობს ხელს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ექსპორტის ზრდას მთავრობის გადაწყვეტილებები უწყობს ხელს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,2%-ით შემცირდა 14.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-14T20:57+0400
2026-02-14T20:57+0400
2026-02-14T20:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:3193:1796_1920x0_80_0_0_f8e1816e0d44c648b0ebc64c217ee4b6.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ექსპორტის დადებით მაჩვენებლებს ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იღებდა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.იანვარში ექსპორტმა 480,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვართან შედარებით 19%-ით მეტია.მისი თქმით, საქართველომ არაერთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.„აღნიშნულმა შეთანხმებებმა მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი პროდუქტები უფრო კონკურენტუნარიანად განთავსებულიყო ამ საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ 95% ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მოდის სწორედ აღნიშნულ ბაზრებზე, ვისთანაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები“, - განაცხადა არველაძემ.საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,1 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით ნაკლები.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 636,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51%-ით ნაკლებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_51ec6a4a4452087c01a1d434d3ca1c98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ექსპორტის ზრდას მთავრობის გადაწყვეტილებები უწყობს ხელს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,2%-ით შემცირდა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ექსპორტის დადებით მაჩვენებლებს ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იღებდა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
იანვარში ექსპორტმა 480,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვართან შედარებით 19%-ით მეტია.
„2026 წლის იანვრის მონაცემით ჩვენ გვაქვს ორნიშნა 19-პროცენტიანი ზრდა ექსპორტის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე განთავსების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იღებდა სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში“, - განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, საქართველომ არაერთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.
„აღნიშნულმა შეთანხმებებმა მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი პროდუქტები უფრო კონკურენტუნარიანად განთავსებულიყო ამ საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ 95% ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მოდის სწორედ აღნიშნულ ბაზრებზე, ვისთანაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები“, - განაცხადა არველაძემ.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,1 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით ნაკლები.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 636,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51%-ით ნაკლებია.