https://sputnik-georgia.com/20260213/prezidentis-administraciis-sturmis-saqme-mxareebi-saproceso-garigebaze-setanxmdnen-297127930.html
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე - მხარეები საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე - მხარეები საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება... 13.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-13T20:31+0400
2026-02-13T20:31+0400
2026-02-13T20:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის საქმის ფიგურანტთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა, განაცხადა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.საპროცესო შეთანხმება ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების შემთხვევაში საპატიმრო ვადის შემცირებას ითვალისწინებს.ამასთან პროკურორმა არ დაასახელა, საქმის 64 ფიგუ7რანტიდან კონკრეტულად ვინ მიმართა პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.„კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. მოლაპარაკებების პროცესი ჩვენსა და დაცვის მხარეს შორის კონფიდენციალურია, თუმცა, ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოგვმართეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ“, - განაცხადა ხინთიბიძემ.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ქართული ოპოზიცია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე - მხარეები საპროცესო გარიგებაზე შეთანხმდნენ
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის საქმის ფიგურანტთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა, განაცხადა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
საპროცესო შეთანხმება ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების შემთხვევაში საპატიმრო ვადის შემცირებას ითვალისწინებს.
„არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. თუმცა კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი, ყველანი შევთანხმდებით პირობებზე, რა თქმა უნდა, გაფორმდება საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან პროკურორმა არ დაასახელა, საქმის 64 ფიგუ7რანტიდან კონკრეტულად ვინ მიმართა პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
„კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. მოლაპარაკებების პროცესი ჩვენსა და დაცვის მხარეს შორის კონფიდენციალურია, თუმცა, ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოგვმართეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ“, - განაცხადა ხინთიბიძემ.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.