https://sputnik-georgia.com/20260213/mxolod-erti-pirobit-papuasvili-rusettan-sarkinigzo-mimosvlis-ardgenis-sesaxeb-297121603.html
მხოლოდ ერთი პირობით - პაპუაშვილი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ
მხოლოდ ერთი პირობით - პაპუაშვილი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ნარჩუნდება 13.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-13T12:59+0400
2026-02-13T12:59+0400
2026-02-13T12:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445805_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_963994ca7a9df6776fced57e468a1da9.jpg
საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ნარჩუნდებათბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ერთადერთი პირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.„სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" ბიურომ საქართველოს მთავრობას რიგი ინიციატივებით მიმართა. წინადადებებს შორისაა - რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კონსტიტუციიდან იმ პუნქტის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას და ასევე რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებას.როგორც „Sputnik-საქართველოსთან" „სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, დიალოგი საჭიროა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემების განსახილველად - მათ შორის ეს ეხება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას.მისი თქმით, ქვეყნებს შორის სარკნიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას „მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445805_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3b33f5eb8cdb37b120cf1a2b8e31171d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს რკინიგზა
საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ნარჩუნდება
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ერთადერთი პირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
„საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. არის მარტივი წინაპირობა. ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" ბიურომ საქართველოს მთავრობას რიგი ინიციატივებით მიმართა. წინადადებებს შორისაა - რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კონსტიტუციიდან იმ პუნქტის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას და ასევე რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებას.
როგორც „Sputnik-საქართველოსთან" „სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, დიალოგი საჭიროა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემების განსახილველად - მათ შორის ეს ეხება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის სარკნიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას „მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.