https://sputnik-georgia.com/20260213/avtoimportze-dawesebuli-axali-regulacia-eleqtromobilebze-ar-vrceldeba-297128185.html
ავტოიმპორტზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება
ავტოიმპორტზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება
Sputnik საქართველო
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათგან 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია. 13.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-13T21:07+0400
2026-02-13T21:07+0400
2026-02-13T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23372/91/233729117_0:77:1500:921_1920x0_80_0_0_a912f8da343ee89ff7b6940c1b05d27f.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ავტომობილების იმპორტზე, პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნობის სამინისტრო ავრცელებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მისი თქმით, ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი ყოველწლიურად 25 %-ით იზრდება, თუმცა არ იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების წილი. „მზარდია დიზელის და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წილი. ეს მზარდი ტენდენცია უნდა შემცირდეს, რაც საბოლოო ჯამში, ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე უნდა აისახოს. ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ ქალაქებში გადაადგილება შევძლოთ; თუ განუსაზღვრელად დავამატებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ერთ დღეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება და, მეორე მხრივ, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა არ ეხება რეექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ავტოპარკის ასაკით და ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობით არის გამოწვეული. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85,7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80,6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23372/91/233729117_85:0:1416:998_1920x0_80_0_0_404aba4db06da37ba99298078c648c61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ავტოიმპორტზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათგან 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ავტომობილების იმპორტზე, პირველად და დროებით რეგისტრაციაზე დაწესებული ახალი რეგულაცია ელექტროავტომობილებზე არ ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნობის სამინისტრო ავრცელებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
„რაც უფრო ძველია ავტომობილი, ძრავიც ძველდება და შესაბამისად, მისგან გაფრქვევაც იმატებს. ევრო 5 სტანდარტიც 10 წლიან მანქანაზე მოქმედებს. 10 წლის შემდეგ ძრავი ისე ძველდება, რომ გაფრქვევები ამ მანქანიდან, რაც არ უნდა კარგად მოვლილი იყოს, მაინც იმატებს. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა დაწესებული შეზღუდვა წლოვანებასთან მიმართებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტროავტომობილებზე", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი ყოველწლიურად 25 %-ით იზრდება, თუმცა არ იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების წილი.
„მზარდია დიზელის და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წილი. ეს მზარდი ტენდენცია უნდა შემცირდეს, რაც საბოლოო ჯამში, ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე უნდა აისახოს. ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ ქალაქებში გადაადგილება შევძლოთ; თუ განუსაზღვრელად დავამატებთ სატრანსპორტო საშუალებებს, ერთ დღეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება და, მეორე მხრივ, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა
ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად.
გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა არ ეხება რეექსპორტს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ავტოპარკის ასაკით და ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობით არის გამოწვეული.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85,7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80,6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.