https://sputnik-georgia.com/20260213/abasasa-da-samtrediasi-aralegaluri-sasaklaoebi-gamovlinda-297123845.html
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე. 13.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-13T17:39+0400
2026-02-13T17:39+0400
2026-02-13T17:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო
სამეგრელო
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/15/272342018_0:3:887:502_1920x0_80_0_0_8e0b6b72fd2e825da9ca76dae4c000b5.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა (სეს) აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ერთ-ერთი სამართალდამრღვევი აბაშაში (გამსახურდიას ქ. N116) სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს. ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი კი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად. კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინდა სამტრედიაშიც (დიდგორის მე-3 შეს #17) მდებარე არალეგალურ სასაკლაოზე. ობიექტი საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სესის ცნობით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვ.) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე. არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები, ასევე ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.
საქართველო
სამეგრელო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/15/272342018_199:0:887:516_1920x0_80_0_0_b4f3c261ad1d4e5c3c911f482df0bdbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, სამეგრელო , იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, სამეგრელო , იმერეთი
აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა (სეს) აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი სამართალდამრღვევი აბაშაში (გამსახურდიას ქ. N116) სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს.
ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი კი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.
კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინდა სამტრედიაშიც (დიდგორის მე-3 შეს #17) მდებარე არალეგალურ სასაკლაოზე. ობიექტი საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სესის ცნობით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვ.) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.
სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები, ასევე ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.