უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of eorgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 144 ათას ლარს ააჭარბებს
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სარფის" მებაჟე-ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 500 გრამზე მეტი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ერთ-ერთ სამართალდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ სიჩქარის გადაცემათა კოლოფში მალულად ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 144.376 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0