https://sputnik-georgia.com/20260212/saertasoriso-mnisvnelobis-gzebidan-200-metris-farglebsi-mseneblobebi-izrudeba-297110012.html
საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობები შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობები შეიზღუდება
Sputnik საქართველო
დეპარტამენტის განცხადებით, გზისპირა ზონაში უნებართვო საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირება. 12.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-12T19:47+0400
2026-02-12T19:47+0400
2026-02-12T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24257/69/242576987_0:133:2000:1258_1920x0_80_0_0_e0675cd7b34ad1ed1500769fd5019e0f.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება, კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობები შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში, გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა. კერძოდ, რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია. ახალი რეგულაცია ეხება შემდეგ მაგისტრალებს:რეგულაციის მიზანი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა. დეპარტამენტის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტურმა და უნებართვო საქმიანობამ არ შეაფერხოს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არ შექმნას უსაფრთხოების დამატებითი რისკები და არ დააზიანოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ახალი რეგულაცია მომზადებულია "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24257/69/242576987_73:0:1926:1390_1920x0_80_0_0_c37d8904f4645bd9b7aad782aeec0803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობები შეიზღუდება
დეპარტამენტის განცხადებით, გზისპირა ზონაში უნებართვო საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირება.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება, კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობები შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში, გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა.
კერძოდ, რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია.
ახალი რეგულაცია ეხება შემდეგ მაგისტრალებს:
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი,
სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი.
"ეს მიმართულებები ქვეყნის ეკონომიკურ და საერთაშორისო კავშირებში სტრატეგიულ როლს ასრულებს, ხოლო მათი უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება საქართველოს სატრანსპორტო სისტემის განვითარების საფუძველია", - აღნიშნულია განცხადებაში.
რეგულაციის მიზანი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტურმა და უნებართვო საქმიანობამ არ შეაფერხოს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არ შექმნას უსაფრთხოების დამატებითი რისკები და არ დააზიანოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.
ახალი რეგულაცია მომზადებულია "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.