https://sputnik-georgia.com/20260212/ras-vwamt-awarasi-sxvadasxva-profilis-7-aralegaluri-obieqti-gamoavlines-297108219.html
რას ვჭამთ: აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არალეგალური ობიექტი გამოავლინეს
რას ვჭამთ: აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არალეგალური ობიექტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება. 12.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-12T18:41+0400
2026-02-12T18:41+0400
2026-02-12T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286428156_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c4fe7b2b42350a6fcc1c4a1437761fbe.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სეს-ის ცნობით, სამართალდამრღვევები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ. ინსპექტირებისას ობიქტებზე ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი და ცხოველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი.არალეგალური ობიექტები შემდეგ მისამართებზე გამოვლინდა - ხელვაჩაურის სოფელი მახო, ხელვაჩაური (ფანასკერტელ-ციციშვილის N 29), ბათუმი (დაუდ ასამბაძის 3 ა), ბათუმი (სევერიან აჭარელის ქ.N 4 აგრარული ბაზარი), ქობულეთი (თავისუფლების ქ. N 17), ქობულეთი (რუსთაველის ქ. 168) და ბათუმი (ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N5). უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები. სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286428156_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_0e365749ba0e7f156aed55efe44be511.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
რას ვჭამთ: აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არალეგალური ობიექტი გამოავლინეს
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სეს-ის ცნობით, სამართალდამრღვევები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
ინსპექტირებისას ობიქტებზე ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი და ცხოველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი.
არალეგალური ობიექტები შემდეგ მისამართებზე გამოვლინდა - ხელვაჩაურის სოფელი მახო, ხელვაჩაური (ფანასკერტელ-ციციშვილის N 29), ბათუმი (დაუდ ასამბაძის 3 ა), ბათუმი (სევერიან აჭარელის ქ.N 4 აგრარული ბაზარი), ქობულეთი (თავისუფლების ქ. N 17), ქობულეთი (რუსთაველის ქ. 168) და ბათუმი (ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N5).
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.