ფიგურული ციგურაობა: მილანის ოლიმპიადაზე ქართულმა დუეტმა მე-13 ადგილი დაიკავა

© Georgian National Olympic Committeeდიანა დევისი და გლებ სმოლკინი
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
გამოწერა
მანამდე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ოლიმპიურ გუნდურ შეჯიბრში 56 ქულით ისტორიული მეოთხე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი სპორტულ ცეკვებში მეცამეტე ადგილზე გავიდნენ (196,02 ქულა).
დევისმა და სმოლკინმა თავისუფალ პროგრამაში კარგად იასპარეზეს და 118,87 ქულა დააგროვეს. მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილმა 77.15 ქულა დააგროვა, რითაც მათი საერთო ქულა 196,02-მდე გაიზარდა.
ოქრო მოიპოვეს ფრანგებმა ლორენს ფურნიე-ბოდრიმ და გიიომ სიზერონმა - 225,82 ქულა. ამერიკელებმა მედისონ ჩოკმა და ევან ბეიტსმა მეორე ადგილი დაიკავეს 224,39 ქულით. კანადელები პაიპერ ჟილი და პოლ პუარიე 217,74 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ.
საქართველოს ნაკრებში მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ნიკა ეგაძე, რომელიც ოლიმპიურ ყინულზე 13 თებერვალს გავა, ანასტასია გუბანოვა (17 თებერვალი) და ლუკა ბერულავა/ანასტასია მეტელკინას წყვილი (15 თებერვალი).
მანამდე კი საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ოლიმპიურ გუნდურ შეჯიბრში 56 ქულით ისტორიული მეოთხე ადგილი დაიკავა. აშშ-ის ნაკრებმა ასპარეზობა 69 ქულით დაასრულა, იაპონიამ მეორე ადგილი (68) დაიკავა, ხოლო იტალიამ - მესამე (60). კანადა მეხუთე ადგილზე გავიდა.
საქართველოს მთავრობა მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავების შემთხვევაში ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, ოქროს მედლისთვის საპრიზო ფონდი 1 მილიონი ლარი იქნება, ვერცხლის მედლისთვის - 500.000 ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300.000 ლარი.
მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რვა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს - ფიგურულ სრიალსა და სამთო თხილამურებში.
ყველა ახალი ამბავი
0