„შემოქმედებითი თბილისი": კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerმერიის შენობა
მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2026
გამოწერა
კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეშვიდე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 300-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიის კონკურს „შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დღეიდან იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 11 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდში გაგრძელდება. გაზაფხულის სეზონზე პროექტების წარდგენა შესაძლებელია ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედიახელოვნება.
„კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, კონკურსის ფარგლებში 300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის, ქართულ ზღაპრებზე დაფუძნებული კომპიუტერული თამაშები, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო, პოპულარული წიგნი, შეიქმნა თანამედროვე ხელნაკეთობები და სხვ.
კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ 2019 წელს ამოქმედდა, რომლის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე culture.tbilisi.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0