https://sputnik-georgia.com/20260211/saqartveloshi-plastmasis-botlebit-sasmelebis-gakidva-sheizleba-aikrzalos-297095313.html
საქართველოში პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა შეიძლება აიკრძალოს
საქართველოში პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა შეიძლება აიკრძალოს
Sputnik საქართველო
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T21:17+0400
2026-02-11T21:17+0400
2026-02-11T21:17+0400
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22852/86/228528677_0:184:2989:1865_1920x0_80_0_0_675c1db729675bd89facc61bfcc31c2a.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვის აკრძალვის საკითხს განიხილავს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.საქართველოში პლასტიკის ნაწარმის წინააღმდეგ ბრძოლა 2026 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა. 1-ელი იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.მისი თქმით, აკრძალვა არ შეეხება ზეთის პლასტმასის ბოთლში გაყიდვას და ასევე 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ბოთლებით წყლის გაყიდვას. შეზღუდვა ასევე არ შეეხება ექსპორტს.„ჩვენ მზესუმზირის ზეთზე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ ის მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია", - განაცხადა პავლიაშვილმა.პლასტმასის ჭარბი მოხმარება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის.საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22852/86/228528677_129:0:2860:2048_1920x0_80_0_0_667fa663a8e9794653b4973c030500c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველოში პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა შეიძლება აიკრძალოს
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვის აკრძალვის საკითხს განიხილავს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
საქართველოში პლასტიკის ნაწარმის წინააღმდეგ ბრძოლა 2026 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა. 1-ელი იანვრიდან აიკრძალა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
„ვფიქრობთ, რომ საერთოდ უნდა ვთქვათ პლასტმასზე უარი და ნებისმიერ მარკეტებში, ქსელებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს არის შემდგომი ეტაპი. ამიტომ ეს იქნება მომავალი წლის, სავარაუდოდ, თებერვლიდან. ესეც ჯერჯერობით ინიციატივაა", - განაცხადა პავლიაშვილმა.
მისი თქმით, აკრძალვა არ შეეხება ზეთის პლასტმასის ბოთლში გაყიდვას და ასევე 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ბოთლებით წყლის გაყიდვას. შეზღუდვა ასევე არ შეეხება ექსპორტს.
„ჩვენ მზესუმზირის ზეთზე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ ის მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია", - განაცხადა პავლიაშვილმა.
პლასტმასის ჭარბი მოხმარება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.