https://sputnik-georgia.com/20260211/mdinaradze-vizitit-ashsh-imkopeboda-297090324.html
სუს-ის უფროსი აშშ-ში კოლეგების მიწვევით იმყოფებოდა
სუს-ის უფროსი აშშ-ში კოლეგების მიწვევით იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ურთიერთობების გადატვირთვისა და თანაბარ პირობებში სტრატეგიული... 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T11:42+0400
2026-02-11T11:42+0400
2026-02-11T11:42+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295177595_0:182:2048:1334_1920x0_80_0_0_5a27254f04a8f9ced0c556b9307c860c.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.აღნიშნულ პერიოდში აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რელიგიური თავისუფლების მეექვსე ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295177595_14:0:2035:1516_1920x0_80_0_0_8e076edd1726d8ccd3d0ab14ffe64e2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სუს-ის უფროსი აშშ-ში კოლეგების მიწვევით იმყოფებოდა
დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ურთიერთობების გადატვირთვისა და თანაბარ პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმების დადების თაობაზე.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რელიგიური თავისუფლების მეექვსე ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.