https://sputnik-georgia.com/20260211/kontrabanduli-sigaretis-shemotana-agkvetes-297093199.html
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T16:11+0400
2026-02-11T16:11+0400
2026-02-11T16:11+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23176/27/231762708_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_8a97ae050d108764b869e06147f3bcd0.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში მებაჟე -ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის/ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 4.560 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ჩამოერთვა საქონელი და თითოეულ მათგანს 1 ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა. ერთ კანონდამრღვევ მოქალაქეს კი საქონელი ჩამოერთვა და, რადგან ქმედება განმეორებით ჰქონდა ჩადენილი, სანქციის სახით 3 ათასი ლარით დაჯარიმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23176/27/231762708_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_5efb267b8603799a86f823176c7672e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში მებაჟე -ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის/ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 4.560 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ჩამოერთვა საქონელი და თითოეულ მათგანს 1 ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
ერთ კანონდამრღვევ მოქალაქეს კი საქონელი ჩამოერთვა და, რადგან ქმედება განმეორებით ჰქონდა ჩადენილი, სანქციის სახით 3 ათასი ლარით დაჯარიმდა.