ყაზახური ავიაკომპანია ასტანადან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

© courtesy of FlyArystanПассажирский самолет авиакомпании FlyArystan
Пассажирский самолет авиакомпании FlyArystan  - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2026
გამოწერა
ფრენები 2026 წლის 2 ივნისიდან 29 აგვისტოს პერიოდში კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი ზაფხულში ასტანადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფრენები 2026 წლის 2 ივნისიდან 29 აგვისტოს პერიოდში კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
„საქართველოში მოგზაურობისთვის საჭიროა მოქმედი სამედიცინო დაზღვევის პოლისი“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.
ამჟამად, FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.
დღეისთვის საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საჰაერო გადაზიდვებს Air Astana, FlyArystan და SCAT ახორციელებენ.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა საჰაერო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ქართულ ავიაკომპანიებს ყაზახეთის 12 ქალაქში ფრენის საშუალებას მისცემს. ეს ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომ ზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0