https://sputnik-georgia.com/20260211/guriashi-xorcproduqtebis-kustaruli-sawarmoebi-gamoavlines-297098323.html
რას ვჭამთ: გურიაში ხორცპროდუქტების კუსტარული საწარმოები გამოავლინეს
რას ვჭამთ: გურიაში ხორცპროდუქტების კუსტარული საწარმოები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T21:39+0400
2026-02-11T21:39+0400
2026-02-11T21:39+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/22/239472299_0:0:1101:619_1920x0_80_0_0_6ba2c15d8af05986a22bd9c24b57a5f9.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ოზურგეთში, თაყაიშვილის N1-ში ფიზიკური პირი კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. გურიის ქ. N35-ში თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში კი ინდმეწარმე ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ხორცი და გულღვიძლი. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. სესი ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/22/239472299_136:0:963:620_1920x0_80_0_0_52f25e9e8523d80078acc55eeed54d49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რას ვჭამთ: გურიაში ხორცპროდუქტების კუსტარული საწარმოები გამოავლინეს
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოზურგეთში, თაყაიშვილის N1-ში ფიზიკური პირი კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. გურიის ქ. N35-ში თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში კი ინდმეწარმე ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ხორცი და გულღვიძლი. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
სესი ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნები და ხორცის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება.