https://sputnik-georgia.com/20260211/euto-saqartveloze-moskovis-meqanizis-eqspertta-misiam-mushaoba-daiwko-297100011.html
ეუთო: საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისიამ მუშაობა დაიწყო
ეუთო: საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისიამ მუშაობა დაიწყო
Sputnik საქართველო
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T23:15+0400
2026-02-11T23:15+0400
2026-02-11T23:15+0400
საქართველო
ეუთო
საქართველო - ეუთო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/04/240900459_0:0:2545:1432_1920x0_80_0_0_8e2558b545ae817b0e79a67b917deede.jpg
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას, ნათქვამია ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.29 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, გააქტიურა „მოსკოვის მექანიზმი" ექსპერტთა მისიისთვის, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის, ანა ოლსონ ვრანგის სახელით ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.როგორც ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება წარმოადგენს ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა.ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/04/240900459_0:0:2261:1696_1920x0_80_0_0_0dbd15bfd79eb417ef5ee8265eee2b49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეუთო, საქართველო - ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეუთო, საქართველო - ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ეუთო: საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისიამ მუშაობა დაიწყო
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას, ნათქვამია ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, გააქტიურა „მოსკოვის მექანიზმი" ექსპერტთა მისიისთვის, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის, ანა ოლსონ ვრანგის სახელით ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს [11 თებერვალს] იწყებს მუშაობას. 24 თებერვლამდე ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია moscowmechanism-georgia@odihr.pl-ზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება წარმოადგენს ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.
საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.