https://sputnik-georgia.com/20260211/bochorishvilma-ungretshi-viziti-sheapasa-297091134.html
შესაძლებლობა გამოწვევებზე სასაუბროდ: ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტი შეაფასა
შესაძლებლობა გამოწვევებზე სასაუბროდ: ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტი შეაფასა
Sputnik საქართველო
მინისტრმა აღნიშნა ვიზიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T12:29+0400
2026-02-11T12:29+0400
2026-02-11T12:29+0400
საქართველო
უნგრეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0b/297089238_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bc3b87b5667c1e1e6c94a74ee9591b6a.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ბუდაპეშტის ფორუმი იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს გამოწვევებსა და ქვეყნის პრიორიტეტებზე სასაუბროდ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მ,აკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტის შეჯამებისას.ქვეყნის პირველი დიპლომატი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც „ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგის" საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. უნგრელ კოლეგა პეტერ სიიარტოსთან შეხვედრის გარდა, ბოჭორიშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთანაც გამართა შეხვედრა.მისი თქმით, საქართველო უკვე საკმაოდ დიდი ხანია თავდასხმების ობიექტი გახდა, რადგანაც ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სუვერენულ პოლიტიკას ატარებს.მინისტრმა ასევე აღნიშნა ვიზიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. საქართველომ და უნგრეთმა მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარეს როგორც სამთავრობო ისე საპარლამენტო დონეზე. ეს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.როგორც დიპლომატმა განაცხადა, დღეს ორივე ქვეყანა მსგავსი გამოწვევებისა და მიზნების წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო ამყარებს თბილისსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობებს.„უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ეს არის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არაერთი ევროპელი აქტორის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებულ უსამართლო პოლიტიკას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყნებმა რეგულარული პოლიტიკური დიალოგი შეინარჩუნონ და რეგულარულად გაცვალონ შეხედულებები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0b/297089238_95:0:1916:1366_1920x0_80_0_0_fe5f81678376e0c6230077e999c6b978.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
შესაძლებლობა გამოწვევებზე სასაუბროდ: ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტი შეაფასა
მინისტრმა აღნიშნა ვიზიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ბუდაპეშტის ფორუმი იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს გამოწვევებსა და ქვეყნის პრიორიტეტებზე სასაუბროდ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მ,აკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტის შეჯამებისას.
ქვეყნის პირველი დიპლომატი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც „ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგის" საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. უნგრელ კოლეგა პეტერ სიიარტოსთან შეხვედრის გარდა, ბოჭორიშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთანაც გამართა შეხვედრა.
„ბუდაპეშტის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს გამოწვევებზე სასაუბროდ, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც დღეს აქტუალურია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო უკვე საკმაოდ დიდი ხანია თავდასხმების ობიექტი გახდა, რადგანაც ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სუვერენულ პოლიტიკას ატარებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა ვიზიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. საქართველომ და უნგრეთმა მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარეს როგორც სამთავრობო ისე საპარლამენტო დონეზე. ეს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც დიპლომატმა განაცხადა, დღეს ორივე ქვეყანა მსგავსი გამოწვევებისა და მიზნების წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო ამყარებს თბილისსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობებს.
„უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ეს არის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არაერთი ევროპელი აქტორის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებულ უსამართლო პოლიტიკას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყნებმა რეგულარული პოლიტიკური დიალოგი შეინარჩუნონ და რეგულარულად გაცვალონ შეხედულებები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.