https://sputnik-georgia.com/20260211/avalianis-mkvllobis-saqmis-pigurantebs-patimroba-sheepardat-297100418.html
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტებს პატიმრობა ახალ ბრალდებაზეც შეეფარდათ
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტებს პატიმრობა ახალ ბრალდებაზეც შეეფარდათ
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს ედავება. უწყებამ... 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T21:00+0400
2026-02-11T21:00+0400
2026-02-11T22:38+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს ედავება. უწყებამ აღნიშნული პირების მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.დაკავებული პირები ახალ ბრალდებას არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოკითხულია ასეულობით მოწმე და „თითოეულ ძალადობის ეპიზოდს, ათეულობით მოწმე ადასტურებს".„ვიდეოჩანაწერებზე დანიშნული იყო და მიღებული გვაქვს ფონო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც ხმის და გამოსახულების იდენტიფიკაციას ნიშნავს, ამ ექსპერტიზის დასკვნებითაც ცალსახად დადგინდა, რომ ამ ვიდეოკადრებში სწორედ ის ბრალდებულები მონაწილეობენ, რომლების დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვასაც ცდილობენ მათი ოჯახის წევრები", - განაცხადა პროკურორმა.საქართველოს პროკურატურის მიერ 10 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს სსკ-ის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, თვალთვალის შემდეგ, წინასწარ მომზადებული გეგმით სწორედ ეს სამი პირი დაესხა თავს ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელსაც უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს – მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტებს პატიმრობა ახალ ბრალდებაზეც შეეფარდათ
21:00 11.02.2026 (განახლებულია: 22:38 11.02.2026) საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს ედავება. უწყებამ აღნიშნული პირების მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს ედავება. უწყებამ აღნიშნული პირების მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
დაკავებული პირები ახალ ბრალდებას არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოკითხულია ასეულობით მოწმე და „თითოეულ ძალადობის ეპიზოდს, ათეულობით მოწმე ადასტურებს".
„ვიდეოჩანაწერებზე დანიშნული იყო და მიღებული გვაქვს ფონო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც ხმის და გამოსახულების იდენტიფიკაციას ნიშნავს, ამ ექსპერტიზის დასკვნებითაც ცალსახად დადგინდა, რომ ამ ვიდეოკადრებში სწორედ ის ბრალდებულები მონაწილეობენ, რომლების დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვასაც ცდილობენ მათი ოჯახის წევრები", - განაცხადა პროკურორმა.
საქართველოს პროკურატურის მიერ 10 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს სსკ-ის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, თვალთვალის შემდეგ, წინასწარ მომზადებული გეგმით სწორედ ეს სამი პირი დაესხა თავს ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელსაც უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს – მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.