მოსაზრება: რისთვის მიაწოდა აშშ-მა სომხეთს „პეპელაცის“ ტიპის დრონები

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2026
გამოწერა
ვაშინგტონის გაძლიერებული ყურადღება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ სომხეთსა და აზერბაიჯანს კარგს არაფერს უქადის – „გეშინოდეთ დანაიელების, როცა მათ საჩუქრეის მოაქვთ“. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამერიკის „სიყვარულიდან“ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისადმი რუსეთთან ომამდე ერთი ნაბიჯია. ეს უკვე გამოცადეს საქართველომ და უკრაინამ, თუმცა, ისტორია, როგორც ჩანს, ვერავის ასწავლის ჭკუას.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტები დაასრულა და 11 თებერვალს ბაქოდან ვაშინგტონში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ხანმოკლე იყო, მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.
9 თებერვალს ერევანში განიხილეს „სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება“ და ხელი მოეწერა შეთანხმებას ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ, მცირე მოდულური რეაქტორების მიმართულებით. ასეთი რეაქტორები აშშ-ს ჯერ არ გააჩნია, თუმცა, სომხეთს „რუსული ენერგომატარებლებისგან გადასვლისთვის“ 9 მილიარდი დოლარის დახმარებას ჰპირდება. გარდა ამისა, ერევანმა მიიღო Shield AI MQ-35A V-BAT ტიპის ვერტიკალური აფრენა-დაფრენის უპილოტო აპარატები, რომლებიც გარეგნულად გიორგი დანელიას ფილმ „კინ-ძა-ძაში“ ნაჩვენებ „პეპელაცს“ ჰგავს.
10 თებერვალს ბაქოში აზერბაიჯანმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ვენსმა არ დაუმალა, რა არის ამ პარტნიორობის პრიორიტეტი: „აზერბაიჯანელები ბოლოები იყვნენ, ვინც ავღანეთი დატოვეს. მათ დიდი მხარდაჭერა გაუწიეს გლობალურ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ. ისინი ავღანეთში მხარდამხარ იბრძოდნენ აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად და, ფაქტობრივად, მოიპოვეს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისლუნარიანი და მამაცი ძალის რეპუტაცია მსოფლიოში“. შემთხვევითი არ არის, რომ ვენსმა აზერბაიჯანს დაჰპირდა ახალ კატერებს „ტერიტორიული წყლების დასაცავად“, რომელთაც ამჟამად არავინ ემუქრება.
ვაშინგტონი დიდ იმედს ამყარებს ზანგეზურის კორიდორის პროექტზე, რომელსაც ასევე უწოდებენ„ტრამპის გზას მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ (კომპანია-კორიდორის აქციების 74% აშშ-ს გადაეცემა). ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება „მონროს დოქტრინა“ „დონროს დოქტრინად“, სადაც პრიორიტეტი ენიჭება აშშ-ის ინტერესებს ყველა ნახევარსფეროში, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა9 თებერვალს აღნიშნა:
„დასავლეთს არ სურს დათმოს თავისი ოდესღაც დომინანტური პოზიციები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, კონკურენტების ჩახშობისთვის ბრძოლა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა“.
ამ ეპოქალურ ბრძოლაში პლანეტის რესურსებისთვის ვაშინგტონის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ზოგჯერ ადგილებს ცვლიან, ზოგი კი საერთოდ ქრება.
ამერიკის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა სომხეთთან თვალსაჩინოდ გაძლიერდა 11 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული სადაზვერვო-საბრძოლო უპილოტო აპარატების – Shield AI MQ-35A V-BAT-ის – მიწოდებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთეულის სავარაუდო ფასი 600 ათას დოლარამდეა, ერევანი დაახლოებით 20 დრონს მიიღებს. ვენსმა ხაზი გაუსვა, რომ ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით აღჭურვილი ამერიკული დრონები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ხანგრძლივი მშვიდობის“ განმტკიცებას მოემსახურება. თუმცა მშვიდობის განმტკიცების ასეთი საშუალება ერთმნიშვნელოვანი არ არის.
მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ მისი „პეპელაცი“ V-BAT არის „ლოგისტიკურად და ტაქტიკურად მსოფლიოში ყველაზე მარტივი უპილოტო აპარატი“, რომელიც უზრუნველყოფს „ბრძოლის პირობებში გამოცდილი სადაზვერვო, მეთვალყურეობისა და სამიზნეებზე მითითების შესაძლებლობებს, როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ დონეზე, ექსპედიციური ოპერაციების ფარგლებში“.
ეს „ჭკვიანი“ დრონი საცდელი ექსპლუატაციისთვის გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა, უკრაინის საომარ თეატრზე განსაკუთრებული შედეგებით არ გამოირჩეოდა. პენტაგონი ამ აპარატის მასობრივ შეკვეთას არ ჩქარობს. სომხეთის გარდა, იგი შეიძინეს მხოლოდ ინდოეთმა, საბერძნეთმა და იაპონიამ.
ბაქოში ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა არ დააკონკრეტა, რა ტიპის კატერები მიეწოდება აზერბაიჯანს, თუმცა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამერიკელ სტუმარს მადლობა გულთბილად გადაუხადა:
„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორი“.
არ შევეხებით ამ მცურავი საშუალებების დანიშნულებასა და საბრძოლო შესაძლებლობებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზულად გააცრუოს მოლოდინი, და მთავარზე გავამახვილებთ ყურადღებას: აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიას არავის აძლევს.
2012 წლის ივლისში ვაშინგტონმა ავღანეთი აშშ-ის მთავარ, პრივილეგირებულ, ნატოს გარეთ მყოფ სტრატეგიულ მოკავშირედ გამოაცხადა — ისრაელსა და იაპონიასთან ერთად. ქაბულთან „გრძელვადიანი“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ აქტუალობა უკვე 2021 წლის ზაფხულში დაკარგა, როდესაც ამერიკულ ჯარებსა და ავღანეთის „დემოკრატიულ მთავრობას“ თალიბებისგან გაქცევა მოუხდათ. 2022 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთს ოფიციალურად ჩამოართვა ნატოს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსი.
ამ „სტრატეგიული პარტნიორობის“ მაგალითი მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერებისთვის, რომლებიც დღეს ცდილობენ, შეერთებულ შტატებთან, დიდ პოლიტიკასა და სტრატეგიულ თამაშში ჩართვას). ისტორია გვასწავლის: იქ, სადაც ჩნდება ამერიკული იარაღი, ადრე თუ გვიან ქრება მშვიდობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0