https://sputnik-georgia.com/20260210/tbilisshi-vashongtonidan-signalebi-sheapases-297066991.html
აშშ საქართველოს მიმართ მიდგომას ცვლის: ვაშინგტონიდან სიგნალები თბილისში შეაფასეს
აშშ საქართველოს მიმართ მიდგომას ცვლის: ვაშინგტონიდან სიგნალები თბილისში შეაფასეს
Sputnik საქართველო
აშშ-სთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება, აცხადებენ მმართველ პარტიაში 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T19:00+0400
2026-02-10T19:00+0400
2026-02-10T19:00+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291028053_0:164:3057:1884_1920x0_80_0_0_f48337cebe4d468e76f3847fd04fc741.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აქტიური და მჭიდრო დიალოგის გზით აშშ-სთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.თავის მხრივ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კონკრეტული პრობლემების შესასწავლად ტექნიკური ჯგუფის შექმნას გეგმავს, რაც, მისი თქმით, პრაქტიკული მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებაზე მიუთითებს.როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის მარკო გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დაელოდება.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291028053_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_b2a81244a98d3b75d5be648d15d138f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აშშ საქართველოს მიმართ მიდგომას ცვლის: ვაშინგტონიდან სიგნალები თბილისში შეაფასეს
აშშ-სთან ურთიერთობები აუცილებლად განახლდება, აცხადებენ მმართველ პარტიაში
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აქტიური და მჭიდრო დიალოგის გზით აშშ-სთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებაზე არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, მცირე საქმიანი საუბრის დროს ამერიკულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ ურთიერთობები აუცილებლად განახლდება.
„მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. გაანალიზდა ის პრობლემები, რომელიც წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობდა, ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით იღებდა, რაც მკაფიოდ აღნიშნა მარკო რუბიომ. მჭიდრო კომუნიკაციით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ“, - აღნიშნა წილოსანმა.
თავის მხრივ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კონკრეტული პრობლემების შესასწავლად ტექნიკური ჯგუფის შექმნას გეგმავს, რაც, მისი თქმით, პრაქტიკული მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებაზე მიუთითებს.
„რა თქმა უნდა, მათ ინტენსიური ურთიერთობა ექნებათ საქართველოს საგარეო უწყებასთან და გაივლიან ყველა შესაბამის საკითხს. მათ უნდათ, რომ გლობალურად გადაწყვიტონ რეგიონული პოლიტიკის საკითხი და ეს მისასალმებელია“, - განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის მარკო გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას დაელოდება.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.