https://sputnik-georgia.com/20260210/tbilisis-wklis-momavlis-saertashoriso-porums-maspinzlobs-297069222.html
თბილისი „წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
თბილისი „წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ღონისძიება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით იმართება . ფორუმს საქართველოს ხელისუფლების, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე... 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T13:39+0400
2026-02-10T13:39+0400
2026-02-10T13:39+0400
საქართველო
თბილისის მერია
gwp
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. დედაქალაქი 10-11 თებერვალს „წყლის მომავლის" პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესაწრება თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. მთავრობის მეთაურის თქმით, წყალმომარაგების გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის, საბოლოოდ კი – მეტ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის. სასმელი წყლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ დედაქალაქში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მერი ასევე შეეხო იმ განხორციელებულ პროექტებსაც, რომელთაც მუნიციპალიტეტი, ბოლო წლების განმავლობაში, წყლისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების თვალსაზრისით ახორციელებს. მისი თქმით, ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთ ქუჩასა და გამზირზე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების ცენტრალური ქსელები, სხვადასხვა დასახლებაში უკვე აშენდა ან იგეგმება ცენტრალური კოლექტორების მშენებლობა; მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსებშიც. „სამწუხაროდ, საქართველოში სასმელი წყლის სექტორი ძირეულ ცვლილებებს და მასშტაბურ ინვესტიციებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს, პირველ რიგში იწყებს, მწყობრიდან გამოსული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით, წყლისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგებით“, -აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს. „წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ესპანური კომპანია Aqualia, რომელიც 2025 წელს GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, აშშ-სა და იაპონიაში ოპერირებს. ფორუმის მონაწილეები ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში სასმელი წყლის სექტორის განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით წყლის სექტორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის გარდაქმნის საჭიროებაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, gwp, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, gwp, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი „წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
ღონისძიება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით იმართება . ფორუმს საქართველოს ხელისუფლების, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
დედაქალაქი 10-11 თებერვალს „წყლის მომავლის" პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესაწრება თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.
„დღევანდელი ფორუმი არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ამგვარი მომავლის ხედვას. აქ შეკრებილი პროფესიონალები, საერთაშორისო პარტნიორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო – წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, წყალმომარაგების გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის, საბოლოოდ კი – მეტ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის.
სასმელი წყლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ დედაქალაქში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული მდებარეობის, მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო და სასმელი წყლის სექტორის განვითარების პარალელურად, აქვს შესაძლებლობა, იყოს წამყვანი ენერგოიმპორტიორი ქვეყანა“, აღნიშნა კალაძემ.
მერი ასევე შეეხო იმ განხორციელებულ პროექტებსაც, რომელთაც მუნიციპალიტეტი, ბოლო წლების განმავლობაში, წყლისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების თვალსაზრისით ახორციელებს. მისი თქმით, ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთ ქუჩასა და გამზირზე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების ცენტრალური ქსელები, სხვადასხვა დასახლებაში უკვე აშენდა ან იგეგმება ცენტრალური კოლექტორების მშენებლობა; მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსებშიც.
„სამწუხაროდ, საქართველოში სასმელი წყლის სექტორი ძირეულ ცვლილებებს და მასშტაბურ ინვესტიციებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს, პირველ რიგში იწყებს, მწყობრიდან გამოსული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით, წყლისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგებით“, -აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.
„წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ესპანური კომპანია Aqualia, რომელიც 2025 წელს GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, აშშ-სა და იაპონიაში ოპერირებს.
ფორუმის მონაწილეები ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში სასმელი წყლის სექტორის განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით წყლის სექტორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის გარდაქმნის საჭიროებაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე.