https://sputnik-georgia.com/20260210/sakonditroshi-kritikuli-sheusabamobebi-gamovlinda-297080910.html
რას ვჭამთ: დედოფლისწყაროში მდებარე საკონდიტროში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
რას ვჭამთ: დედოფლისწყაროში მდებარე საკონდიტროში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ცნობით, გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T18:13+0400
2026-02-10T18:13+0400
2026-02-10T18:13+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23769/39/237693963_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_804b795de08fcf55678a826833a63cd4.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროში მდებარე საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სეს-ის ცნობით, დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქ. N43-ში მდებარე საკონდიტროში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები. კერძოდ, ბიზნესოპერატორი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული სხვა მოთხოვნების დარღვევით ამზადებდა საკონდიტრო ნაწარმს. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება სააგენტოს თანამშრომლებმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე განახორციელეს. უწყების ცნობით, მოქალაქეს, რომლისგანაც ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, არაგეგმური ინსპექტირების შედეგები წერილობით ეცნობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს - 1501.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23769/39/237693963_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_6a8d473a0196df861e0fbad58adfc7a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
რას ვჭამთ: დედოფლისწყაროში მდებარე საკონდიტროში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სააგენტოს ცნობით, გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროში მდებარე საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სეს-ის ცნობით, დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქ. N43-ში მდებარე საკონდიტროში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები. კერძოდ, ბიზნესოპერატორი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული სხვა მოთხოვნების დარღვევით ამზადებდა საკონდიტრო ნაწარმს.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება სააგენტოს თანამშრომლებმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე განახორციელეს. უწყების ცნობით, მოქალაქეს, რომლისგანაც ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, არაგეგმური ინსპექტირების შედეგები წერილობით ეცნობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს - 1501.